42-ე უბანზე გაბათილდა გადასატანი ყუთის შედეგები

08 ოქტომბერი 2016, 00:00 3416 ნახვა

ბათუმის ჩაქვის #68-ე მაჟორიტარული ოლქის 42-ე უბანზე გაბათილდა გადასატანი ყუთის შედეგები. როგორც დამკვირვებლებმა აღმოაჩინეს, გადასატან ყუთში ჩაყრილი იყო 25 ბიულეტენი, მაგრამ ხელმოწერების ჟურნალში ამომრჩევლის ხელმოწერის ნაცვლად მხოლოდ პლუსები იყო დასმული, რაც მნიშვნელოვანი დარღვევაა.

გადასატანი ყუთის 25 ბიულეტენის გაუქმების შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ დაუდასტურეს ბათუმის 79-ე ოლქში.

„გადასატანი ყუთის სამაგიდო ვერსიაში არ ჰქონდათ ხელმოწერები და გაბათილდა ყუთი. გადასატან ყუთთან ჩაქვის 42-ე უბანზე ქართული ოცნებისა და მრეწველების წარმომადგენლები მუშაობდნენ“, – აცხადებენ ბათუმის 79-ე ოლქში.

ამავე კატეგორიაში