მე-3 საპროტესტო აქციას მართავენ, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, საოჯახო სასტუმროების მფლობელები. ისინი საბანკო ვალდებულებების გადავადებას ითხოვენ.
ამბობენ, რომ წლევანდელი სეზონი პანდემიის გამო არ შედგა. ისინი ქობულეთის მერიის წინ მდებარე სკვერში, ხელმოწერებს და პირად მონაცემებს აგროვებენ, რომელსაც მერიის კანცელარიაში შესატანად ამზადებენ.
ქობულეთის მერი მათ რამდენიმე დღის წინათ დახმარებას და შუამდგომლობას დაჰპირდა. მერიაში კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.