საგარეო საქმეთა სამინისტრო მზად არის გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის დედას ქვეყანაში გამომგზავრებაში დაეხმაროს

26 აგვისტო 2020, 20:26 1226 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს, თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის დედას საბერძნეთიდან საქართველოში ჩამოსვლაში დაეხმაროს.

„საბერძნეთში საქართველოს საკონსულო სამსახური კავშირზეა გარდაცვლილი მცირეწლოვანის დედასთან, რომელიც ამ დროისთვის საბერძნეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე იმყოფება. საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას, დაეხმაროს აღნიშნულ ქალბატონს ქვეყანაში გამომგზვარების პროცესში, რაც თავის მხრივ, დაკავშირებულია რთულ პროცედურასთან, გამომდინარე იქიდან, რომ მას დარღვეული აქვს საბერძნეთის რესპუბლიკაში ყოფნის, ისევე, როგორც თავის დროზე თურქეთ-საბერძნეთის საზღვრის გადაკვეთის წესები.

უწყება აქტიურად არის ჩართული აღნიშნული ქალბატონის დაბრუნების პროცესში. ასევე, საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს მისი საქართველოში ჩამოსვლისას „პისიარ“ ტესტირებას“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

გარდაცვლილის ოჯახის ინფორმაციით, ბავშვის დედა საქართველოში ბრუნდებოდა, თუმცა საბუთებში არსებული პრობლემის გამო თურქეთ-საქართველოს საზღვრიდან საბერძნეთში დააბრუნეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი