პასუხისგებაში მიეცა კომპანიის ხელმძღვანელი, რომელმაც ყალბი დოკუმენტები დაამზადa და გამოიყენა

26 აგვისტო 2020, 10:02 1410 ნახვა

სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის პროცესში, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე კომპანიის ხელმძღვანელი პასუხისგებაში მისცეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა, რომლის კომპანიასაც არ გააჩნდა შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დაწესებული, ტენდერში მონაწილე პრეტენდენტისათვის სავალდებულო შესაბამისი სამუშაოების განხორციელების გამოცდილება, გააყალბა აღნიშნული გამოცდილების დამადასტურებელი ხელშეკრულებები, სამუშაოების შესრულებისა და მიღება-ჩაბარების აქტები, რომლებიც შემდგომ წარუდგინა სატენდერო კომისიას.

დანაშაული სასჯელის სახით  თავისუფლების აღკვეთას 3-დან 6 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში