აფხაზეთში კორონავირუსი 15 ადამიანს დაუდგინდა

26 აგვისტო 2020, 09:22 1233 ნახვა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო მონაცემებით სულ 262 შემთხვევა ფიქსირდება . მათგან გამოჯანმრთელებულია 101. ინფიცირებულები მხოლოდ ერთ - გუდაუთის საავადმყოფოში იმყოფებიან.

23 აგვისტოს გარდაიცვალა ოჩამჩირის რაიონის სოფელ ლაბრაში მცხოვრები 52 წლის კაცი. ბოლო დღეებში ლაბრაში კორონავირუსის 5 შემთხვევა გამოავლინეს, რის გამოც დე ფაქტო მთავრობამ სოფელში 14 დღიანი კარანტინი გამოაცხადა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი