საქართველოში კორონავირუსით მე-18 პაციენტი გარდაიცვალა

24 აგვისტო 2020, 18:41 1621 ნახვა

საქართველოში კორონავირუსით მე-18 პაციენტი გარდაიცვალა. მონაცემები სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი პაციენტი მცხეთის ცხელების ცენტრში მკურნალობდა.

უახლესი მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 1421 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი, 1137-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კარანტინის რეჟიმში 7005 - სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, 255 მოქალაქე იმყოფება.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი