მესტიის მუნიციპალიტეტში კარანტინი 27 აგვისტოს დასრულდება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში ბოლო სამი დღეა მიმდინარეობს განმეორებითი ტესტირება და საერთო ჯამში გამოკვლეულია 1 216 პირი.
ინფექცია მესტიის მუნიციპალიტეტში ძირითადად ლენჯერის თემში იყო კონცენტრირებული.
რაც შეეხება აჭარას- უკვე სამი დღეა ბათუმსა და ქობულეთში ზღვისპირა პარკის ტერიტორიაზე განთავსებულია კარვები, სადაც მოსახლეობის ნებაყოფლობითი ტესტირება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე გამოკვლეულია 220 ადამიანი.