ბათუმში დილიდან წვიმს. უხვი ნალექის გამო, ქალაქის რამდენიმე ცენტრალური ქუჩა დაიტბორა.
დატბორილია მ. აბაშიძის, აღმაშენებლის, ჭავჭავაძის, დ. თავდადებულის, ხიმშიაშვილის, შავშეთისა და ლერმონტოვის ქუჩები.
გართულებულია ავტომობილების გადაადგილებაც.
დატბორილია საცხოვრებელი სახლები
აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს „ბათუმის წყალში" განუცხადეს, რომ სანიაღვრე ჭები გაწმენდილი იყო, თუმცა არხებმა უხვი ნალექი ვერ გაატარეს. აღნიშნულ მონაკვეთებზე ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებულები.
სინოპტიკოსების პროგნოზით სანაპირო კურორტზე ხვალ დილამდე იწვიმებს.