მუსიკა, რომელიც შექმნილია 90 წლებში თუმცა აქტუალობას არც დღეს კარგავს და შემსრულებლები, რომლებიც საზოგადოებას კარგად ახსოვს. ღამით ბათუმის ბულვარში 90-ბის საღამო შედგება. აჩიკო მეფარიძე, დავით ხუჯაძე, დავით ფორჩხიძე, ჯაბა ქარსელაძე, რუსა მორჩილაძე, ჯამში კი 11 ინდივიდუალური შემსრულებელი და ჯგუფი "სახე" თქვენ განწყობაზე 2 საათის განმავლობაში იზრუნებს.
შესრულდება სიმღერები სახელწოდებით "მითხარი" "მოგონებებს ვუმღეროთ" "მეგობრებთან ერთად" და სხვა მრავალი თქვენთვის ცნობილი მელოდიები აჟღერდება. კონცერტის ორგანიზატორი და თავად შემსრულებლები დაუვიწყარ და ნოსტალგიურ საღამოს გვპირდებიან.