სახელმწიფო მინისტრის ინტერნეტ დიალოგი

20 აგვისტო 2020, 20:50 1308 ნახვა

სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან, დისტანციური შეხვედრა გამართა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა. თეა ახვლედიანმა და  ტოივო კლაარმა, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა ე.წ. „გადასასვლელი პუნქტის“ ხანგრძლივი ჩაკეტვის შედეგად ახალგორის რაიონში შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისზე, რომელსაც უკვე 14 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა კვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის შეზღუდვის გამო. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებსა და მორიგ რაუნდთან დაკავშირებული თემატიკაზე. მხარეები მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში