ბელარუსს ხალხს ევროკავშირმა 53 მილიონი ევრო გამოუყო

20 აგვისტო 2020, 09:45 108 ნახვა

ევროკავშირი ბელარუს ხალხს დამატებით, 53 მილიონ ევროს გამოუყოფს. ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

ევროკომისია ევროპულ დახმარებას გადაანაწილებს ისე, რომ ის არა ხელისუფლებასთან, არამედ ხალხთან მივიდეს. ლეიენის განცხადებით, 2 მილიონი ევრო გათვალისწინებულია „უპრეცედენტო ძალადობის მხვერპლთათვის და დაზარალებულებისთვის“.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში