ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს მიმართავს

19 აგვისტო 2020, 18:20 1378 ნახვა

ჯანდაცვის სამინისტრო, რიგი ფიზიკური პირებისა და გარკვეული პოლიტიკური ძალების მხრიდან სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პროგრამის, საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებას ეხმაურება. სამინისტრო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ გამოჩნდნენ პირები, რომლებიც მოქალაქეებს გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, არასრულწლოვნებისთვის 200 ლარიანი სახელმწიფო დახმარების მისაღებად ფასიან დახმარებას სთავაზობენ, რაც დაშვებელია.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ასევე ერთ-ერთი პოლიტიკური ორგანიზაციის მხრიდან, სახელმწიფო პროგრამის საკუთარი პარტიული ინტერესებისთვის გამოყენებას ეხმიანება. თამარ ბარკალაია განმარტავს, რომ ეს არის სახელმწიფო პროგრამა და არცერთმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ არ უნდა სცადოს ბავშვთა ფინანსური დახმარების პროგრამის პარტიული მითვისება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი