შაქარაშვილის საქმე - სახალხო დამცველის განცხადება

14 აგვისტო 2020, 17:25 1386 ნახვა

სახალხო დამცველი გიორგი შაქარაშვილის საქმეში მხარეთა თანასწორობის უფლების სავარაუდო დარღვევებზე საუბრობს. ომბუდსმენის აპარატმა განცხადება გაავრცელა, რომლითაც მკვლელობის საქმეზე ბრალდებულთა ადვოკატებისთვის გაუთქმელობის ვალდებულების დაკისრებას ეხმაურება. "პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის ადვოკატები დაავალდებულა, არ გაამჟღავნონ და გაახმაურონ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალები და მონაცემები.

პროკურატურამ ადვოკატებს განუმარტა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი შესაძლოა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას დაექვემდებარონ. საგულისხმოა, რომ ადვოკატთა ნაწილმა აღნიშნულის გამო საქმეთა მასალების ჩაბარებაზე უარი განაცხადა. პროკურატურა უფლებამოსილია, პროცესის მონაწილე დაავალდებულოს, რომ მისი ნებართვის გარეშე არ გაამჟღავნოს საქმეში არსებული ცნობები.

თუმცა, ამ უფლებამოსილების გამოყენება არ უნდა მოხდეს შეჯიბრებითობისა და მხარეთა თანასწორობის უგულებელყოფის ხარჯზე. არსებული მექანიზმი გასაჩივრებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, " - ნათქვამია განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი