საქართველოში 2-7 წლის ასაკის ბავშვების 41 პროცენტს სისხლში ტყვიის შემცველობის მაღალი დონე აქვთ. ეს მონაცემები დაახლოებით ათჯერ აღემატება განვითარებულ ქვეყნებში დადგენილ შემცველობას. კვლევამ აჩვენა, რომ მაღალია, დაახლოებით 85%-ია ტყვიის მაჩვენებლები აჭარაში მცხოვრები ბავშვების სისხლშიც. ამასთან დაკავშირებით ბათუმში იუნისფის, დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და რეგიონის მთავრობის ორგანიზებით შეხვედრა მიმდინარეობს, კვლევის შემდგომი ეტაპი ტყვიის წყაროების და გზების დადგენაა