23 ახალი შემთხვევიდან 11 ყაზბეგს უკავშირდება - ამირან გამყრელიძე

14 აგვისტო 2020, 12:10 1919 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია მართვადია და ქალაქების ჩაკეტვა არ იგეგმება.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, 23 ახალი შემთხვევიდან 11 ყაზბეგს უკავშირდება და ის ძირითადად ინფიცირებულებთან კონტაქტებია.

„დღევანდელი მონაცემებით გვაქვს 23 ახალი შემთხვევა. აქედან 6 არის ე.წ ლენჯერის კლასტერი, 11 არის ინფიცირებულებთან კონტაქტი და ეს ძირითადად შემოიფარგლება ყაზბეგთან დაკავშირებული კონტაქტებით. ასევე 2 არის იმპორტირებული შემთხვევა და ორივე მძღოლია. ინტენსიური გამოკვლევევები მიმდინარეობს. დღეის მონაცემებით, 2 800- მდე ნიმუშია აღებული მესტიაში, დაახლოებით 350 ყაზბეგის მუნიციპალიტეტში.

მესტიაში ძირითადად ინფექცია ლოკალიზებულია. სასიამოვნოა, რომ მოსახლეობამ, ვინც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა მესტიაში, იგრძნო საფრთხე და მიმართეს მედიკოსებს. 600- მდე ადამიანმა მიმართა და სამს ჰქონდა დადებითი. მოვუწოდებთ მოსახლეობს, რომ ვინც ნამყოფია სვანეთში ბოლო ორი კვირის განმავლობაში და ექნება სიპტომები, აუცილებლად მიმართონ შესაბამის სამსახურებს, დარეკონ 112- ზე და ჩაიტარონ კვლევა. ასევე, თუ არ აქვთ სიპტომები მაგრამ აქვთ ინტერესი, შეუძლიან მივიდნენ და ჩაიტარონ „პისიარ“ კვლევა.

ეპიდსიტუაცია ქვეყანაში მართვადია. ეს შემთხვევები არ გახლავთ ის შემთხვევა, რომ პანიკას მივეცეთ. არავითარი ჩაკეტვა არ იქნება ქალაქების. მოგეხსენებათ, ჩვენ დავუბრუნდით ცხოვრების ნორმალურ რიტმს და ეს ასეც უნდა იყოს. კორონავირუსი ხვალ და ზეგ არ გაქრება. ჩვენ უნდა მივეჩვიოთ ვირუსთან თანაცხოვრებას. დიდი თავშეყრებისაგან თავი შევიკავოთ. თავი უნდა ავარიდოთ დიდ ქორწილებს, ქელეხებს და ასე შემდეგ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი