ამ დრომდე სვანეთის სოფელი ლენჯერი ეპიდსიტუაციის თვალსაზრისით ერთ-ერთ რთულ სოფლად ითვლება. სოფელში ,,კოვიდ 19“ -ის 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ლენჯერში მოქალაქეების გამოკვლევები დასრულებულია . აქ გადაადგილებასთან დაკავშირებით ისევ შეზღუდვებია. დღის ბოლომდე გაგრძელდება დაბა მესტიაში პისიარ ტესტირება .გამკაცრდება თუ არა ლენჯერის მსგავსად რეგულაციები სვანეთის სხვა სოფლებში -ეს საბოლოო სურათის გამოკვეთის შემდეგ გაირკვევა.