კორონავირუსი და სვანეთი, სადაც დღეს, გაფართოებული ტესტირება დაიწყო. შემოწმდნენ, მესტიის, უშგულისა და ლენჯერის მცხოვრებლები ასევე ტურისტები. დღეს, საქართველოში დაფიქსირებული კოვიდ 19-ის 5 შემთხვევიდან, 2 სვანეთს უკავშირდება. ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე დამონტაჟებულ კარავში, პოლიცია მოქალაქეების აღრიცხვას აწარმოებს. ტერიტორიაზე მხოლოდ ბინადრობის უფლების მქონეებს უშვებენ, თავისუფლად გადაადგილდებიან სადისტრიბუციო მანქანები. ჩატარებული ასობით ტესტის პასუხის შემდეგ გადაწყდება, კიდევ გამკაცრდება თუ არა რეგულაციები. ჩაკეტილ მუნიციპალიტეტში არსებულ ვითარებას, თამუნა გაზდელიანი გაგვაცნობს.