სულხან-საბა ორბელიანის ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოები თვის ბოლოს უნდა დასრულდეს. ამ ეტაპზე ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს.
ქუჩის ორივე მხარეს მოეწყო სანიაღვრე სისტემა და საფეხმავლო ბილიკი. პროექტის სრული ღირებულება 4 მილიონ 721 ათას ლარია.