მესტიაში გაფართოებული ტესტირება გრძელდება. კვირის ბოლომდე 4 000-მდე ადამიანის გამოკვლევა იგეგმება.
მესტიის პარალელურად, ეპიდემიოლოგები სვანეთის სხვა დასახლებებშიც მუშაობენ. ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 9 ახალი პაციენტი გადაიყვანეს სვანეთიდან.
ცხრავე სვანეთის კლასტერიდანაა. როგორც კლინიკის მთავარმა ექიმმა თემურ ნადირაძემ განაცხადა მათგან 5 ბავშვია.
პაციენტები ამ დროისთვის კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფებიან და მათ შესაბამისი კვლევები უტარდებათ. სვანეთიდან აჭარაში 103 მოქალაქეა საკარანტინე სივრცეში გადმოყვანილი.