ვითარება სვანეთში

13 აგვისტო 2020, 11:02 896 ნახვა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 9 ახალი პაციენტი გადაიყვანეს სვანეთიდან.  ცხრავე სვანეთის კლასტერიდანაა. როგორც კლინიკის მთავარმა ექიმმა თემურ ნადირაძემ განაცხადა  მათგან  5 ბავშვია.   პაციენტები ამ დროისთვის კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფებიან და მათ შესაბამისი კვლევები უტარდებათ. 

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული 12 პაციენტი მკურნალობს, ხოლო 52-მა ვირუსი დაამარცხა. სვანეთში  ვიზიტორები ტურისტული ზონიდან საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს. "კოვიდ-19"-ის სულ 30 შემთხვევა ფიქსირდება. კვლევა ჩაუტარდა 1000-მდე მოქალაქეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი