აჭარაში covid-19-ის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

13 აგვისტო 2020, 10:55 1351 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ორივე ინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა.

უწყების ცნობით, ისინი კარანტინიდან გადმოიყვანეს. ერთ-ერთი მათგანი თურქეთში სამუშაოდ იმყოფებოდა, მეორე კი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, რომელსაც ასევე მეზობელ ქვეყანაში მოგზაურობის ისტორია აქვს.

ინფიცირებულებს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობენ.

დღეს საქართველოში კორონავირისის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი