საზოგადოებრივი მოძრაობა „არა ქიმიურ ტერმინალს“ ითხოვს ბათუმის ტერმინალიდან კარბამიდისა და ამონიუმის გვარჯილას გადაზიდვა აიკრძალოს. არ გამორიცხავენ, რომ ბეირუთის ანალოგიური მოვლენები ბათუმშიც განვითარდეს.
აცხადებენ, რომ ნივთიერების გადაზიდვა, რომელმაც ბეირუთში აფეთქება გამოიწვია, ბათუმის ნავსადგურიდანაც იგეგმება. ითხოვენ საკრებულომ ეს საკითხი სპეციალისტებისა და საზოგადოების ჩართულობით განიხილოს. ადრესატ უწყებებში საპასუხო კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.