გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ჟენევაში გამართულ მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის კონგრესში მიიღეს მონაწილეობა

24 ოქტომბერი 2025, 16:11 137 ნახვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ირაკლი მეგრელიძე, სააგენტოს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, შვეიცარიაში, ქ. ჟენევაში, მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) მხარდაჭერით გამართულ კონგრესს დაესწრო.

კონგრესის მიზანს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) აღმასრულებელი საბჭოს მიერ წარმოდგენილი საკითხების და, ასევე, ინიციატივის - ადრეული გაფრთხილებები ყველასთვის (EW4All) განხილვა წარმოადგენდა.

გაიმართა დისკუსიები კლიმატთან და ჰიდრომეტეოროლოგიურ რისკებთან დაკავშირებით, რომლებიც მიზნად ისახავდა ადრეული გაფრთხილების გლობალური სისტემების განვითარების და გაძლიერების მექანიზმების საკითხებზე მსჯელობას.

კონგრესის ფარგლებში, სამხრეთ კავკასიაში რეგიონალური მრავალ საფრთხიანი ადრეული გაფრთხილების სისტემების (MHEWS) განვითარებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც საქართველოს სომხეთის, აზერბაიჯანის და ყაზახეთის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

აღნიშნულ შეხვედრაზე რეგიონულ დონეზე მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური მონაცემების გაცვლის მექანიზმები, ტრანსსასაზღვრო საფრთხეებთან დაკავშირებული კოორდინაციის გაძლიერება, საპროექტო წინადადების მომზადება გვალვების, მონიტორინგის გაძლიერებისა და ადრეული შეტყობინების შესახებ, ასევე, ადრეული გაფრთხილების სისტემების გაუმჯობესებისთვის კონკრეტული ნაბიჯები და მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობა განიხილეს.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე