აგვისტოს ომის გმირი გაიხსენეს შუახევში. სოფელ ბარათაულის მკვიდრი ამირან მამალაძე 9 აგვისტოს ცხინვალში დაიღუპა. დაჭრილი ჯარისკაცი მეთაურის გადასარჩენად შევიდა უთანასწორო ბრძოლაში. გმირი მამულიშვილის საფლავი მისმა მეგობრებმა, ახლობლებმა, ოჯახის წევრებმა და მშობლიური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს.
გმირის სახელის უკვდავსაყოფად ბარათაულის საჯარო სკოლას ამირან მამალაძის სახელი მიენიჭა, მისივე სახელს ატარებს ბსუ-ში სპორტ- დარბაზიც. შუახევიდან აგვისტოს ომში კიდევ ორი ჯარისკაცი დაიღუპა: სოფელ ბუთურაულის მკვიდრი იაგო მიქელაძე და შუახეველი რომან ზოიძე.