სავაჭრო ცენტრ „ჭოროხის“ აქციონერები კომპენსაციებს ითხოვენ

08 აგვისტო 2020, 15:40 1362 ნახვა

სავაჭრო ცენტრ „ჭოროხის“აქციონერები კუთვნილი კომპენსაციების მიღებას ითხოვენ. ამ მიზნით მათ აქცია სავაჭრო ცენტრის ყოფილ ტერიტორიაზე გამართეს, სადაც ამჟამად „დარბილდინგი“ საცხოვრებელ კორპუსს აშენებს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ 7ათას 800 კვადრატულ მეტრი ფართის სავაჭრო ცენტრი 53 ადამიანს ეკუთვნოდა, რომელიც 1997 წელს მათ მიერ შეგროვებული თანხით აშენდა.  მოგვიანებით,  კი მათივე მტკიცებით,  ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს , ტერიტორია  უკანონოდ ჩამოართვეს, ხოლო   ქართული ოცნების მმართველობის დროს ზღვის პირას მდებარე ადგილი აუქციონით გაიყიდა.

კომპანიაში ამბობენ, რომ ტერიტორია მათ სახელმწიფოსგან აუქციონის წესით შეიძინეს და ვალდებულებები  ინვესტიციების თვალსაზრისით მხოლოდ სახელმწიფოს წინაშე აქვთ. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში სატელევიზო  კომენტარს არ აკეთებენ, წერილობით კი აცხადებენ, რომ ქონება მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით განკარგეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი