ქეთი მელუა აჭარაში ვიდეოკლიპებს იღებს. გადაღებები ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, ბულვარში, სარფისა და ციხისძირის სანაპირო ზოლსა და სოფელ მერისში მიმდინარეობს. ვიდეორგოლის რეჟისორი მარიამ სიჭინავაა. აჭარაში გადაღებული კლიპი მერვე ალბომის ორი სიმღერისთვის იქმნება და მას მაყურებელი შემოდგომაზე იხილავს.