ბათუმში ჩამოსულ ტურისტებს შესაძლებლობა აქვთ ფიჭვნარში მიმდინარე საექსპედიციო არქეოლოგიურ გათხრებში მიიღონ მონაწილეობა. ყოველ შაბათს მათ ტრანსპორტირებას ფიჭვნარში, აჭარის მუზეუმი უზრუნველყოფს.
პროექტი „არქეოლოგიური ტურიზმის ხელშეწყობა“ აჭარის მუზეუმის წარმომადგენლებმა ტურიზმის ფედერაციის წევრებსა და გიდებს გააცნეს.