მედიკოსების დაკავება და „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ განცხადება

05 აგვისტო 2020, 14:32 3338 ნახვა

თბილისის ცენტრალური საავადმყოფო  დაკავებული თანამშრომლების მიმართ ბრალდების საფუძვლად მოყვანილი არგუმენტაცია არის აბსურდული და სრულებით არ შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, მათ შორის იმას, რომ დაკავებულ ექიმს ვახტანგ ყიფიანს არ გააჩნდა შესაბამისი ლიცენზია მოცემული სერვისის ჩასატარებლად.  

კლინიკამ ამის შესახებ სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ  სამედიცინო დაწესებულება  ბოლო რამდენიმე წელია თანამშრომლობს იტალიის ქალაქ ბერგამოს საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორებთან  და მათი მეთვალყურეობის ქვეშ ბოლო სამი წლის განმავლობაში 98 პაციენტს წარმატებით ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია,   მოცემულ შემთხვევაშიც დასტურდება იტალიელი ექიმების ჩართულობა.   

შეგახსენებთ, სამსახურებრივი გულგრილობის, თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ დირექტორი და ექიმი დააკავეს, ხოლო კიდევ ერთი პირი დაუსწრებლად პასუხისგებაში მიეცა.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი