ვახტანგ კალოიანი და თემურ კახიძე - ''ევროპული საქართველოს კანდიდატები აჭარის უმაღლეს საბჭოში

03 აგვისტო 2020, 13:27 2839 ნახვა

"ევროპულმა საქართველომ" საქართველოს რეგიონებში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. პარტიამ 22 სამაჟორიტარო ოლქიდან კანდიდატები ჯერ მხოლოდ 14-ში დაასახელა. წელს ასევე იმართება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც. დავით ბაქრაძემ თქვა, რომ რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად ექიმი ვახტანგ კალოიანი და თემურ კახიძე იბრძოლებენ. 

ბათუმი - ვახტანგ კალოიანი;

ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო - თემურ კახიძე.

ბათუმის საკრებულოს წევრი, თემურ კახიძე პარტია “ქართული ოცნებიდან" პირველ ივლისს გარიცხეს. იმავე დღეს კახიძე "ევროპული საქართველოს" რიგებს შეუერთდა.

რაც შეეხება ვახტანგ კალოიანს, ის ანესთეზიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელი და მოქმედი ექიმია. 

დღესვე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტში მოსახვედრად, ხელვაჩაური, ქედის, შუახევისა და ხულოს ოლქში გამარჯვებისთვის ტარიელ ნაკაიძე იბრძოლებს. ის პოლიტიკაში ახალი სახეა. ნაკაიძე „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ ყოფილი თავმჯდომარეა. მას ''ქართული ოცნებიდან'' კონკურენციას ანზორ ბოლქვაძე გაუწევს. 

ახალი საკონსტიტუციო ცვლილებით საქართველოს პარლამენტში 6 მაჟორიტარი დეპუტატის ნაცვლად, აჭარას  3 დეპუტატი ეყოლება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი