მრავალათასიანი წინასაარჩევნო მიტინგი გაიმართა მინსკში ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატ სვეტლანა ტიხანოვსკაიას მხარდასაჭერად. მას 60 ათასამდე ადამიანი ესწრებოდა. ტიხანოვსკაიამ არჩევნებში მონაწილეობა მისი მეუღლის ოპოზიციონერისა და ბლოგერის სერგეი ტიხანოვსკის ნაცვლად გადაწყვიტა, რომელიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფება.