რაჭაში, სოფლების ნაწილი ისევ გარესამყაროსაა მოწყვეტილი. დილიდან აქტიურად მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. რისკზონები გეოლოგებმა დაათვალიერეს. ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, გეოლოგებმა ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ, დამამშვიდებელი ინფორმაცია მიაწოდეს, რომლის მიხედვითაც, არსად არ შეინიშნება წყლის დაგუბებები, სწორედ ამიტომ, შემდგომი მეწყრული პროცესები და წყალმოვარდნები ამ ეტაპზე გამორიცხულია. მეხანძრე-მაშველებმა რაჭაში, სტიქიის ზონიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენების საშუალებით 225 მოქალაქე გამოიყვანეს.