„ბოლო გაჩერება" - სპექტაკლის პრემიერა ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართა. სხვა სპექტაკლებისგან განსხვავებით, ამჯერად მსახიობები ცარიელ დარბაზში, კამერების წინ თამაშობდნენ.
სპექტაკლი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გავიდა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი მიიჩნევს რომ სპექტაკლი შედგა, მსახიობები ნებისმიერ გარემოს ეგუებიან,
იქნება ღია სივრცეში თამაში თუ კამერების წინ, თუმცა მთავარი მაინც , სცენაზე, მაყურებლის წინაშე დადგმული სპექტაკლია, რომელსაც განსხვავებული ემოცია აქვს. "ბოლო გაჩერება" პირველად 2012 წელს დაიდგა, განახლებული ვერსიაში შეიცვალა დეკორაციები და განახლდა მსახიობთა შემადგენლობა.