ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე საქართველოს ქალთა 77-ე ჩემპიონატის მონაწილეებმა დისტანციის ორი მესამედი გაიარეს, მე-6 ტურში მხოლოდ ერთი პარტია დასრულდა ყაიმით. ამ დროისთვის ჩემპიონატს 4.5-4.5 ქულით ნინო ბაციაშვილი, ბელა ხოტენაშვილი და სოფიო გვეტაძე ლიდერობენ. საქართველოს ქალთა ჩემპიონატი 30 ივლისამდე გაგრძელდება და მისი საპრიზო ფონდი 30 600 ლარს შეადგენს.