2021 წლამდე ბათუმს არჩეული მერის ნაცვლად, მერის მოვალეობის შემსრულებელი ეყოლება

16 ივლისი 2020, 18:01 1628 ნახვა

2021 წლამდე ბათუმს არჩეული მერის ნაცვლად, მერის მოვალეობის შემსრულებელი ეყოლება. შვებულებაში მყოფი ლაშა კომახიძე თანამდებობიდან გადადგა,  ირწმუნება, რომ ეს გადაწყვეტილება ყოველგვარი ზეწოლის გარეშე მიიღო.  პოსტის დატოვებამდე მან ვიცე-მერ ჯაბა ტუღუშს სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაუკმაყოფილა და მის ნაცვლად აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი არჩილ ჩიქოვანი დანიშნა, თუ ვისი რეკომენდაციით? - ეს კითხვა ყოფილმა მერმა უპასუხოდ დატოვა, განაცხადა, რომ გადაწყევტილება გუნდთან შეათანხმა. 

ჩიქოვანი ხვალიდან ბათუმის მერის მოვალეობას შეასრულებს, რომელიც მოუცლელობის მიზეზით მთელი დღის განმავლობაში, კომენტარზე უარს ამბობს. ლაშა კომახიძე გუშინ, რომ გადამდგარიყო, წელს რიგგარეშე არჩევნები ჩატარდებოდა. ლაშა კომახიძემ მერის რანგში დღეს ბრძანებებზე ბოლო ხელმოწერები გააკეთა:გაათავისუფლა ვიცე-მერი ჯაბა ტუღუში და ამ თანამდებობაზე დაინიშნა არჩილ ჩიქოვანი, შემდეგ კი თავადაც დატოვა თანამდებობა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი