ბათუმის არჩეული მერი გადადგა

16 ივლისი 2020, 15:04 1790 ნახვა

,,გავითვალისწინე გუნდური შეხედულება და დავტოვე თანამდებობა. სხვა გადაწყვეტილება იქნებოდა დამაზიანებელი.  შვებულებაში ყოფნის პერიოდი  ფიქრისთვის გამოვიყენე.  ჩემი აზრით, აღნიშნული გადაწყვეტილება არის სწორი გადადგმული ნაბიჯი სახელმწიფოებრივი მიდგომით და ყველას ინტერესების გათვალისწინებით“ - ასე ლაშა კომახიძემ თანამდებობის დატოვების მიზეზი ახსნა. ბათუმის უკვე ყოფილი მერი  ირწმუნება, რომ   განცხადება საკუთარი ნებით დაწერა.

ჭორი უწოდა ინფორმაციას გუნდში არსებულ შესაძლო დაპირისპირებაზეც, თუმცა აქვე თქვა, რომ მის შემცვლელად  უკვე დანიშნა მთავრობის აპარატის უფროსი არჩილ ჩიქოვანი.  

ვისი რეკომენდაცია გაითვალისწინა საკადრო ცვლილების დროს, ამაზე განმარტების გაკეთება კომახიძემ არ ისურვა. ჩიქოვანისთვის პოსტის გადაბარებამდე კი ვიცე-მერის განცხადებაც დააკმაყოფილა, რომელიც ამ პოსტზე მისი მერობის პერიოდში დაინიშნა.  

რატომ  დატოვა  თანამდებობა დღეს და არა 15 ივლისამდე?  თუ ლაშა კომახიძე პოსტს შვებულებაში გასვლამდე დატოვებდა, მაშინ აუცილებელი იქნებოდა ვადამდელი არჩევნების ჩატარება შემოდგომაზე.  დღევანდელი გადაწყვეტილებით კი ამის საჭიროება გაზაფხულამდე არ დგას. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი