უძრავი ქონების გაყიდვები ბოლო თვის განმავლობაში რადიკალურად გაიზარდა - პრემიერი

16 ივლისი 2020, 11:25 1384 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე ეკონომიკურ საკითხებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ვირუსის გავრცელების რისკების ეფექტიანი მართვა არის ერთადერთი შესაძლებლობა, რათა მოხდეს ეკონომიკის სტაბილიზაცია და სწრაფად აღდგება. 

გიორგი გახარიამ ფინანსთა სამინისტროს დაავალა, კიდევ ერთხელ გადახედონ მოქალაქეების სიას, რომლებსაც სახელმწიფომ ფინანსური დახმარება გაუწია. 

''ვირუსის გავრცელების რისკების ეფექტური მართვა არის ერთადერთი შესაძლებლობა იმისთვის, რომ მოვახდინოთ ეკონომიკის სტაბილიზაცია, შემდგომ სწრაფი აღდგენის მიზნით. გარკვეული პოზიტიური ნიშნები ეკონომიკაში უკვე გამოჩნდა და ტურისტული სექტორის მიღმა აქტივობები აშკარად არის გაზრდილი.  ფინანსურ სექტორში მაჩვენებლები არის საკმაოდ პოზიტიური, მიმდინარე ბალანსის ანგარიშის და საგადასახადო შემოსავლების თვალსაზრისით. ეს ყველაფერი არის იმის შედეგი, რომ ქვეყანამ, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად მოვახერხეთ ვირუსის ეფექტური მართვა. ეს არის გასაღები შემდგომი ეკონომიკირის სწარაფი აღდგენის. 

ჩვენ ვიბრძვით ორ ფრონტზე და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს მოქალაქეების ჯანმრთელობა არის ერთდერთი უპირველესი პირობა იმისთვის, რომ ჩვენ შემდგომ ეკონომიკის სწრაფ აღდგენაზე ვისაუბროთ. რეალურად შეიძლება ითქვას, რომ რამდენიმე დარგში, აშკარად არის აქტივობები გაზრდილი, მაგალითად, მშენებლობის დარგში უძრავი ქონების გაყიდვების მაჩვენებლი გაიზარდა. 

უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ექსპორტში ჩვენი საკმაოდ პესიმისტური პროგნოზის მიუხედავად, თუ არ ჩავთვლით რეექსპორტს, ექსპორტის კლება არის 6-7%. ჩვენი გათვლები უფრო პესიმისტური იყო. 

დინამიურად ვითარდება სოფლის მეურნეობის მიმართულებაც და 70 00 მეტმა ფერმერმა ისარგებლა პროგრამებით'' - განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი