ახალგაზრდების დასაქმების პრობლემა დღესდღეობით საქართველოში აქტუალურია, რადგან მათ უმრავლესობას არ აქვს სარფიანად დასაქმების შესაძლებლობა. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობაში ყველაზე მაღალი უმუშევრობის დონე სწორედ ახალგაზრდებში ფიქსირდება. მათი უმეტესობა, სამსახურს ზაფხულობით კაფეებსა და ბარებში პოულობდა, თუმცა იმის გამო, რომ კვების ობიექტები ძირითადად ადგილობრივ ტურისტებზე მუშაობენ, დაიკლო ანაზღაურებამ, ზოგ დამსაქმებელს კი პერსონალის შემცირებაც მოუწია.