2019 წელთან შედარებით, წელს 24 % არის შემცირებული უბედური შემთხვევები სამუშაო ადგილზე-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა შრომის ინსპექციის დეპარტამენტის 5 წლის ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა.
"2015 წლიდან დღემდე გადადგმული ნაბიჯი აისახა 2020 წლის სტატისტიკაში. 2019 წელთან შედარებით, წელს 24 % არის შემცირებული უბედური შემთხვევები სამუშაო ადგილზე, ხოლო 2019 წლის პირველი ნახევრის სტატისტიკას თუ შევადარებთ 2020 წლის იგივე პერიოდთან, ვნახავთ, რომ სიკვდილიანობა 35% -ით არის შემცირებული. ეს ნამდვილად კარგი ციფრებია და არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ შევძლოთ და შევქმნათ ისეთი უსაფრთხო გარემო ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომ არა მხოლოდ იყოს დაცული მათი ჯანმრთელობა, არამედ მათი სიცოცხლეც. ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს ევროპული ოჯახისკენ და დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველო იყოს ევროპის სრულუფლებიანი წევრი და ეს ყველაფერი აისახოს მდგომარეობაზე"-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.