აქცია საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგების მოთხოვნით

13 ივლისი 2020, 15:10 1293 ნახვა

ჩაქვში, ბეჟანიძის ქუჩაზე საპროტესტო აქცია გაიმართა. მოსახლეობამ გზის და საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება მოითხოვა. მათი თქმით, გაუმართავი ქსელის გამო ტერიტორიაზე ქვეწარმავლებიც მომრავლდნენ. შეკრებილები ადგილზე სიტუაციის გასაცნობად ქობულეთის მერის მისვლასაც ითხოვდნენ, თუმცა პრესსამსახურის ინფორმაციით, მირიან ქათამაძე, მოუცლელობის გამო, ამ ეტაპზე, მოსახლეობას ვერ შეხვდა.

აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით, მერიაში კომენტარი მოგვიანებით გაკეთდება.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი