კულტურული ღონისძიებების გამართვა, ღია ცის ქვეშ, ხვალიდან ნებადართული ხდება . ორგანიზატორებს საშუალება ექნებათ, ყველა იმ ღონისძიების დაგეგმვა, რომელსაც ღია ცის ქვეშ ჩაატარებენ. კულტურის დეპარტამენტმა უკვე გამოაცხადა კონკურსი ფესტივალებისთვის. ჯერ-ჯერობით, უცნობია ღონისძიების მიმართულებები, თუმცა განაცხადების მიღება 24 ივლისს უნდა დასრულდეს, სპეციალური კომისია კი 5 გამარჯვებულ იდეის ავტორს გამოავლენს. ღონისძიებები 15 ივლისიდან უნდა დაიწყოს. კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ბათუმის დრამატული თეატრი, მაყურებელს, 17 ივლისს ღია სივრცეში უმასპინძლებს ,-პრემიერით ნინო ხარატიშვილის ,, ელექტრას ომი’’.