საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან ყველა წყარო დადგენილია. -ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა. ამირან გამყრელიძის თქმით ყველა შემთხვევა იმპორტირებულია და პაციენტების საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდნენ.
დღეს ქვეყანას 6-ი განკურნებული ჰყავს.ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 986 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 857-ს შეადგენს.