92 მეზღვაურის როტაცია ლომეს პორტში

11 ივლისი 2020, 12:04 1436 ნახვა

51 ქართველი მეზღვაური ჩარტერული რეისით,  ტოგოში, ქალაქ ლომეში გაემგზავრა, სადაც სხვადასხვა გემზე დასაქმდებიან. ისინი  ქართველ მეზღვაურებს შეცვლიან, რომლებიც რამდენიმე თვის განმავლობაში  აღნიშნულ ხომალდებზე მსახურობდნენ.

ამავე ჩარტერული რეისით კი სამშობლოში 41 მეზღვაური დაბრუნდა მათ შორის 5 უცხო ქვეყნის მოქალაქე. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, საქართველოს მოქალაქეობის მქონე 1500-ზე მეტ მეზღვაურს დაეხმარა, ხოლო მას შემდეგ, რაც  მეზღვაურები “საკვანძო პროფესიის” წარმომადგენლებად გამოცხადდნენ, საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების ჩართულობით 100-მდე სხვა ქვეყნის  მეზღვაურის როტაციაც განხორციელდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი