თელავის საკრებულოს დეპუტატი, მიხეილ გრემელაშვილი ქართული ოცნებიდან, სამართალდამცველებმა რამდენიმე საათიანი გამოკითხვის შემდეგ დააკავეს.
დეპუტატს ცოლისა და შვილების მიმართ ძალადობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში ადანაშაულებენ.
გამოძიების ინფორმაციით, გრემელაშვილი იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით, მეუღლესა და შვილებს "ტეტეს" სისტემის პისტოლეტით დაემუქრა და ასევე ფიზიკურად იძალადა მათზე.
დანაშაული ოთხიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალსწინებს.