ოპოზიციისთვის გაურკვეველია რა კრიტერიუმების საფუძველზე იხსნება 5 ქვეყანასთან საზღვარი, მათ შორის საფრანგეთთანაც, სადაც რთული ეპიდსიტუაცია იყო.
საპარლამენტო უმცირესობის ნაწილს მიაჩნია, რომ საქართველოს საზღვრის კვეთის დროს მხოლოდ თერმოსკრინინგი საკმარისი არ არის და აუცილებელია ე.წ-ლი ,,კოვიდ პასპორტი“.
აღმასრულებელ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ამგვარ დოკუმენტს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია არ აღიარებს.