საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან 1 შიდა გადაცემაა, 4 კი იმპორტირებულია. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 პაციენტი.
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდ მიმღებ ცენტრში 5 პაციენტი მკურნალობს, მედიკოსების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. პაციენტებს შორის ერთი ცხელების ცენტრის სანიტარია.