სოფელ ხაიშთან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 4 ვერტმფრენია ჩართული

08 ივლისი 2020, 10:30 1277 ნახვა

სვანეთში, სოფელ ხაიშთან ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოები მეოთხე დღეა მიმდინარეობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მთის ორ ფერდზე  არსებული 4 სხვადასხვა სირთულის კერიდან,  3-ის ლოკალიზება მოხერხდა. კერებთან შეყვანილია სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და მიმდინარეობს აქტიური სალიკვიდაციო სამუშაოები. მეოთხე ლოკაციაზე, რომელიც რელიეფურად ყველაზე რთულად მისადგომია, მუშაობს საჰაერო ძალა.

დილიდან მუშაობა განაახლეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სულ 4 ვერტმფრენია ჩართული.

დამატებითი ცოცხალი ძალა  მობილიზებულია თბილისიდან,  ქვემო ქართლის, აჭარის და იმერეთის რეგიონებიდან. სოფელ ხაიშთან დღის განმავლობაში სულ 200 მეხანძრე-მაშველი და 10 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა იმუშავებს. რთულ რელიეფზე სამუშაოდ პროცესში ჩაერთვება განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი.

ამ დროისთვის, ადგილზე  გრძელდება აქტიური სალიკვიდაციო სამუშაოები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი