ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ახალი დეტალები დღეს გამოიკვეთა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სატელეფონო ჩანაწერი გაავრცელა, ასევე უწყებაში ითქვა, რომ საქმეზე ამ დროისთვის ჩატარებულია 450-მდე საგამოძიებო და 400-მდე საპროცესო მოქმედება. გამოძიება რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს, მცხეთის პოლიციაში დღეს კიდევ რამდენიმე დაკავებულის ადვოკატები დაიბარეს.