კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 8-ით გაიზარდა

07 ივლისი 2020, 10:57 1152 ნახვა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 5-ით გაიზარდა და 958 გახდა. ხუთივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია. სამი მათგანი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.  2 ინფიცირებული პაციენტი სომხეთიდან არის შემოსული, ისინი კარანტინში იმყოფებოდნენ. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. 8-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა  და 838 გახდა.

რაც შეეხება აჭარას, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე 5 კოვიდ დადებითი პაციენტი მკურნალობს.  ჩატარებული 319 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია. ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 35 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი