ბათუმი დაანონსებული პიკური სიცხეების წინ

06 ივლისი 2020, 20:30 9497 ნახვა

ქვეყნის ტერიტორიაზე  მოსალოდნელ  მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებით სპეციალისტები რეკომენდაციებს იძლევიან. მოსახლეობამ  ხვალ  ღია ცისქვეშ  დიდხანს ყოფისგან და  ასევე ზღვაზე გასვლისგან  თავი უნდა შეიკავოს. სპეციალისტები მოქალაქეებს დიდი ოდენობით სითხის მიღებას ურჩევენ. მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში,   სამუშაო საათების გრაფიკი ხვალ შეეცვლებათ სანდასუფთავებისა და გამწვანების სამსახურების იმ თანამშრომლებს, რომლებსაც ღია ცის ქვეშ უწევთ მუშაობა. ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ მაშველები სანაპირო ზოლზე.  ხვალ, სანაპირო კურორტებზე +33, +35 გრადუსია ნავარაუდევი, თუმცა მეტეოროლოგების პროგნოზით აქ შეგრძნების ინდექსი  +40-ს გაუტოლდება. ქვეყნის მასშტაბით ტემპერატურის მაქსიმუმი კი დასავლეთის დაბლობზე +40, +42 გრადუსი დაფიქსირდება, აღმოსავლეთის ბარში კი +37, +39 იქნება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი