,,ქვეწარმავლებთან დაკავშირებით დღის განმავლობაში რამდენიმე გამოძახება ფიქსირდება ბათუმში“-ამბობს ,,მთავართან“ ბათუმის სანდასუფთავების უფროსის მოადგილე. პაატა მგელაძის განცხადებით, სპეციალური ეკიპირებით აღჭურვილი თანამშრომლები გველებს იჭერენ და მას ბუნებაში უშვებენ.
ამის გარდა, როგორც სანდასუფთავების სამსახურში გვეუბნებიან, ტურისტული სეზონის დასრულებამდე მწერებისა და მღრღნელების საწინააღმდეგოდ დეზინსექციისა და დერატიზაციის სამუშაოები გაგრძელდება.